saqarTvelos qedebi - TeTnaris qedi

 

ქედი ლეჩხუმის ქედის ჩრდილო-დასავლეთი შტოქედი მდინარეების ცხენისწყლისა და ხოფურის (ცხენისწყლის მარცხენა შენაკადი) წყალგამყოფი. ლეჩხუმის ქედს გამოეყოფა თეთნარის მწვერვალთან (2964 მ). აგებულია ინტენსიურად დანაოჭებული იურული ფლიშური წყებებით. მაღალ მწვერვალებზე ჩანს გამყინვარების კვალი. კალთები დასერილია ცხენისწყლის შენაკადთა ხევებით და შემოსილია წიფლნარ-რცხილნარით, თხემზე სუბალპური და ალპური მდელოებით.